ანჩისხატის ტაძრის რეაბილიტაცია

ანჩისხატს რესტავრაცია უტარდება. გაუმართავი სადრენაჟო სისტემის და გუმბათიდან ჩამოსული წყლის გამო, 15 საუკუნის წინ აშენებული ტაძარი სპეციალისტებს მძიმე მდგომარეობაში დახვდათ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ ეტაპზე ინტერიერის კონსერვაციას გულისხმობს.

კედლების ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად რესტავრატორებს არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ, რაშიც მათ ცნობილი იტალიელი სპეციალისტის რეკომენდაციებიც ეხმარება.