„ანბანი, როგორც ისტორია“

მზად არის კრებული, რომლითაც საქართველო პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე წარდგება. ,,ანბაბი, როგორც ისტორია”- ეს არის კატალოგი საქართველოსა და ქართული ანბანის ისტორიაზე, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაეცნობიან. მანამდე კი კრებულის პრეზენტაცია ხვალ ხელოვნების სასახლეში გაიმართება. წლევანდელ ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ფრანფურტის წიგნის ბაზრობა ოქტომბერში გაიხსნება.