გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა. ისაუბრეს მეღვინეობა-მევენახეობის, სატყეო რეფორმის, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პლასტიკის მოხმარების შემცირების მნიშვნელობაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების ამაღლების აუცილებლობის საკითხი, რაზეც სამინისტრო და შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ.