ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
საქართველოს პრემიერის ინიციატივით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერჩეულ სტუდენტებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას, ძირითად მიმართულებებსა და უწყების პრიორიტეტებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ინფორმაცია უწყების საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 96 ახალგაზრდა შეირჩა. სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სტაჟირებას 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.