ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მნიშვნელობასა და სამინისტროს სისტემაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა, ახალგაზრდებს საჯარო სექტორში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 80 ახალგაზრდა გადის.
2025 წლის პირველი ოქტომბრიდან კი სტაჟირება 87-მა ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 32 სამინისტროს სისტემაში დასაქმდა.