თურქული ეთნო-ჯაზ ბენდი „ანატოლიის ჰანგები“ 18 თებერვალს, თბილისში კონცერტს გამართავს. Ney in Ethno Jazz და ბურჯუ ქარადაღი მსმენელს მუსიკალურ ექსპერიმენტზე იწვევენ. ფორტეპიანოს, დრამის, ნეის, ბალაბანისა და კონტრაბასის ერთიანობით, მუსიკოსები მსმენელს, ეთნომუსიკისა და ჯაზის სრულიად გამორჩეულ სინთეზს სთავაზობენ. კონცერტამდე ერთი დღით ადრე, ცოცხალი ეთნოჯაზი #ახალდღეში
სტუმარი: ალი ოღუზჰან იუქსელი – თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი; ბურჯუ ქარადაღი, ალაფსარ რაჰიმოვი, ეთიბარ ასადლი, პიერ თომას ფრიდომი – მუსიკოსები.
ახალი დღე