ანატოლი გიგაურის სასამართლო

მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის საქმეზე.

გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაიკითხა საქმეში დაზარალებულად ცნობილი სამართალდამცავი ვახტანგ გაბუნია. მან სხდომათა დარბაზში აღნიშნა, რომ ანატოლი გიგაურმა ხელი დაარტყა. ბრალს არ აღიარებს ანატოლი გიგაური და ამბობს, რომ ის მხოლოდ მოგერიების ინსტინქტით მოქმედებდა.

ანატოლი გიგაურს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს