ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი

12:21, 15.04.2025

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება ისინი საქმის გამომძიებლები არიან. ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი