„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა დღეს სასამართლოში. მას პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ გიგაური აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში არაერთი ვიდეო მტკიცებულება არსებობს, რომლითაც დგინდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული.