ანატოლი გიგაურის საქმე

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული, ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლის განმარტებით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც სჭირდება შესწავლა. მისივე თქმით, განაჩენის გამოცხადების თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანატოლი გიგაურმა დარბაზში მსხდომებს მიმართა და უთხრა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეხვდნენ ტაშით. ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ანატოლი გიგაურს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.