ანატოლი ბიბილოვი ტატუნაშვილის საქმეს ეხმაურება

ზუსტად ორი კვირა გავიდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან, თუმცა, ცხედრის გადმოცემის ზუსტი დრო კვლავ უცნობია.

ახალგორის რაიონის გამგებელი დეფაქტო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ არ გამორიცხავს, რომ პროცესი უფრო გაჭიანურდეს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ცხედარს მალე გადმოასვენებენ. ანატოლი ბიბილოვის თქმით, ტატუნაშვილის საქმე პოლიტიზებულია. ის ექსპერტიზის დასრულებამდე ცხედრის გადმოცემაში რისკებს ხედავს. ბიბილოვის თქმით, ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება.