ანატოლი ბერძენიშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატი სხდომის ერთი დღით გადადებას მოითხოვს. მისი განმარტებით, საქმე მოცულობითია და მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

დაკავებულის დის განცხადებით, იმ პერიოდში რაზეც გამოძიება საუბრობს, ბერძენიშვილი საქართველოში იმყოფებოდა.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი, ალტერნატივის სახით, მოსამართლეს გირაოს თანხას შესთავაზებს.

ცნობილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად ტერორიზმის ხელშეწყობა ედება და 17-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.