ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის განხილვა 9 თებერვლამდე გადაიდო. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ადვოკატებმა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს. საუბარია ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ხასიას ფარულ ვიდეოჩანაწერზე და მოპოვებულ აღიარებით ჩვენებაზე.
დღევანდელ პროცესზევე, ადვოკატებმა მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა. პროკურორის განცხადებით, კვლავ არსებობს ახალი დანაშაულისა და მიმალვის საშიშროება.