მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური ინდიკატორების მიხედვით, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობის რეიტინგში საქართველო ევროპის ქვეყნების ოცეულშია

14:58, 06.11.2026

კვლევა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ბიზნესლიდერთა გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, ასახავს კერძო სექტორის წარმომადგენელთა აღქმას კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობის შესახებ.

მსოფლიო ბანკის მიერ სტანდარტიზებული 0-იდან 1-მდე შკალის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი კანონის უზენაესობის (Rule of Law) კომპონენტში 0.589-ს (58.9%) შეადგენს. აღნიშნული ქულით საქართველო ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის მე-17 პოზიციას იკავებს.

ევროპის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ ფინეთს (82.4%), ნიდერლანდებს (75.5%), აზერბაიჯანს (74.5%), ლიეტუვას (74.4%) და დანიას (73.4%).

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების ამ კომპონენტში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის, საფრანგეთს — 56.2%, ჩეხეთს — 55.4%, იტალიას — 44.9%, ესპანეთს — 36.7%. ასევე – ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ალბანეთს — 56.4%, მოლდოვას — 44.2%, უკრაინას — 44.0%, ჩრდილოეთ მაკედონიას — 34.2%.

მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (WGI) აერთიანებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გამოკითხვებს.

ინდიკატორი ზომავს ბიზნესის სექტორის წარმომადგენელთა სუბიექტურ შეფასებებს იმის შესახებ, თუ რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება და რამდენად ეფექტიანია ქვეყნის სამართლებრივი სისტემა კერძო დავების მოგვარებისას.

მსგავსი