იუსტიციის მინისტრის მოადგილე გაერო-ს ინოვაციების სამიტზე
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს ინოვაციების სამიტში მონაწილეობს. მთავარი თემა: საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციაა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ დისკუსიის მონაწილეებს, საქართველოში საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობაზე.