ანასეულში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაიწყო

ანასეულის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გაეცნო.

მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, ანასეულის მოსახლოებას წლებია წყალი გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სათავე ნაგებობა, მოეწყობა მაგისტრალური მილები, სატუმბი სადგური და ქსელი.

სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.