„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კარავი დადგეს

„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე დღეს კარავი დადგეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებენ და შესაბამის ორგანოებს გადასცემენ. სამშენებლო კომპანიის დირექტორი კი, პროტესტის მონაწილეების საპასუხოდ აცხადებს, რომ ისინი კვლავ თავდაპირველ პოზიციებზე რჩებიან და მშენებლობას გააგრძელებენ, ვინაიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. გიორგი ბენაშვილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დავა სასამართლოში გააგრძელონ, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ პროტესტში პოლიტიკურ ინტერესები იკვეთება.