„ანას ბაღის“ მიმდებარედ მორიგი აქცია გაიმართა

„ანას ბაღის“ მიმდებარედ მორიგი აქცია გაიმართა. მოსახლეობა კვლავ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და დედაქალაქის მერიას ნებართვის გაუქმებისკენ მოუწოდებს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა ღობეზე, რომლითაც სამშენებლო ტერიტორიაა შემოსაზღვრული, სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვეს.

ადვოკატის ინფორმაციით, 10 თებერვალს თბილისის მერიაში მოსახლეობის საჩივრის განხილვა გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის მთავრობა მათ სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ადგილობრივები სასამართლოს მიმართავენ. საპასუხო კომენტარი გაკეთდა სამშენებლო კომპანიაში, სადაც განაცხადეს, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესი კანონიერია. პროტესტი კი კონკრეტული ადამიანების ინტერესებს უკავშირდება.