„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების შედეგად დაკავებულების საქმე

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამავე ტერიტორიაზე, აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სულ ათი პირი დააკავეს, მათ შორის იყვნენ, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.