ანაკლიის ქართულ-აზერბაიჯანული ბანაკი
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ და აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ. ბანაკში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, 50-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტებისთვის ექსკურსიები, სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და კულტურული აქტივობა იმართება. მანამდე კი ქართველი ახალგაზრდები აზერბაიჯანში სტუმრობდნენ ბანაკებს.