ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 

21:13, 11.09.2026

შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.

საქართველოს რკინიგზამ პროექტირება უკვე დაასრულა და პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის ასაშენებლად ტენდერი ოქტომბრის ბოლომდე გამოცხადდება. მთავარი ამოცანაა ნავსადგურმა პირველი გემი 2029 წელს მიიღოს. პარალელურად ბელგიური კომპანია „იან დე ნულის“ გემები ფსკერის დაღრმავებას განაგრძობენ. მიზანი ანაკლიის პორტში ყველაზე დიდი ზომის გემების მიღებაა. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტმა წელიწადში სულ მცირე 600,000 კონტეინერი და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი უნდა გაატაროს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100 %-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. კერძო ოპერატორები და საერთაშორისო პარტნიორები პროექტში მოგვიანებით, კონკრეტული ტერმინალების მართვისა და ოპერირების მიზნით ჩაერთვებიან.

მსგავსი