ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს

21:07, 06.07.2026

სტრატეგიული და მასშტაბური პროექტის მიმართ საქართველოს ხელისუფლება მიდგომას ცვლის.

ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთანაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 49%-იანი წილის სამართავად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პროექტში სახელმწიფოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი აღარ იქნება. შემოდის ლენდლორდის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ ნავსადგურის მფლობელი და მმართველი მხოლოდ სახელმწიფო იქნება, სატერმინალო ინფრასტრუქტურა კი იჯარით რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაზე  გაიცემა. ანუ სახელმწიფო პორტს არა ერთ, არამედ რამდენიმე ქვეყანასთან და უცხოურ კომპანიასთან პარტნიორობით განავითარებს. შეცვლილი მოდელის გამო საქართველოს ხელისუფლებას ახალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ექნება ჩასატარებელი, რაც დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. პროექტის საერთაშორისო პარტნიორებმა კი, თავის მხრივ, იჯარით მიღებული ტერმინალების და ნავმისადგომების განვითარებაზე უნდა იზრუნონ. ანუ დღეიდან ნებისმიერ ქვეყანას და დაინტერესებულ კომპანიას საშუალება აქვს, ანაკლიის პორტის განვითარებაში თანამონაწილეობის ინტერესი გამოხატოს. ეს შესაძლებლობა რჩება ჩინურ-სინგაპურულ კომპანიასაც, რომელსაც, ძველი მოდელის მიხედვით, ნავსადგური სახელმწიფოსთან ერთად უნდა ემართა. ახლა მთავარი კითხვაა, ვის მოიაზრებს სახელმწიფო სავარაუდო საერთაშორისო პარტნიორებად.

რატომ გადაწყდა მრავალწლიანი სამუშაოების ფონზე მართვის სხვა მოდელზე გადასვლა – მაკა არჩევნიშვილი მუშაობდა თემაზე.

მსგავსი