ანაკლიის პორტის საქმე – ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება

21:09, 29.08.2025

კიდევ ერთხელ აქტიურდება რეზონანსული საქმე, რომლის განხილვა ქვეყნის ფარგლებს გასცდა.

დღეს ცნობილი ხდება, რომ ანაკლიის პორტის პროექტში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უცხოელმა პარტნიორმა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს ის თანხაა, რომლის დაფარვა ვაშინგტონის არბიტრაჟმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელს ერთი თვის წინ დააკისრა. სარჩელის ავტორი საერთაშორისო არბიტრაჟისგან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მიღებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა მოთხოვნის არდაკმაყოფილების გამო მას თავად მოუხდა სოლიდური თანხის გადახდა. ამ დრომდე დუმს „ლელო“, რომლის ლიდერები ანაკლიის პორტის ასაშენებლად სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას უკვე წლებია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აცხადებენ. ვაშინგტონის და მანამდე პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოებში სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულებული დავები და გადაწყვეტილებების არ გასაჩივრებით ხელისუფლება კიდევ უფრო იმყარებს პოზიციას, რომლის მიხედვით ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაფუძნებულ კონსორციუმთან ხუთი წლის წინ ხელშეკრულება საინვესტიციო თანხების ვერ მოზიდვის გამო შეწყდა. ხელისუფლება ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულ ოპოზიციონერ ლიდერებს საარბიტრაჟო დავებით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ფინანსურ ზარალზეც მიუთითებენ.

მსგავსი