ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები

18:16, 23.07.2026

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ მსოფლიო ბანკისა  და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანილის ცნობით, ვიზიტი მნიშვნელოვანია მათ მიერ პროექტის სამომავლო მხარდაჭერისა და ჩართულობის თვალსაზრისით. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. კიდევ ერთხელ აღინიშნალენდ-ლორდის“ მოდელის უპირატესობა. სტუმრებს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სამთავრობო ხედვაც გააცნეს. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მთავრობის მიერ ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობის მიმდინარეობის შესახებ.

მსგავსი