ანაკლიის პორტის პროექტი თანმიმდევრულად მიმდინარეობს – ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ დეტალების დაზუსტების მიზნით კომპანიამ ვადების გაგრძელება მოითხოვა. რის შემდეგაც ვიცე პრემიერი იმედოვნებს, რომ პროცესი სიურპრიზების გარეშე დასრულდება.