ანაკლიის პორტის პროექტი
ანაკლიის მასშტაბური პორტის პროექტის პირველი სატესტო სამუშაოები – ქალაქ კოპენჰაგენში ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის მოდელი გამოსცადეს.
ტესტირებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია DHI წარმართავს. მოწმდება ტალღმტეხელის ტალღის მიმართ მდგრადობა. კვლევის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც გაირკვევა, ტალღმტეხელის რა მოდელი უნდა გამოიყენონ ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე. გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი გემი სამ წელიწადში უნდა მიიღოს.