ანაკლიის პორტის პროექტი  

ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთმა ინვესტორმა დატოვა.

ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაში მონაწილეობაზე უარი ამჯერად ყაზახურ-ჰონგ-კონგურმა კომპანია „მერიდიან კაპიტალმა“ თქვა. ეს ის ინვესტორია, რომელსაც პროექტში ამერიკული „კონტი-ჯგუფი“ უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა კომპანიამ ყველა პროცედურის შეჩერება თავად ითხოვა. მიზეზებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები სავარაუდოდ, ხვალ პარლამენტში დაასახელებენ. საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივით დაიგეგმა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ინფრასტრუქტურის მინისტრი არ დაესწრება.

კონსორციუმს სასესხო დაფინანსების მოსაძიებლად და ახალი ინვესტორის მოსაძებნად დრო წლის ბოლომდე აქვს.

 

დატოვე კომენტარი