ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერთ კვირაში გამოცხადდება

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერთ კვირაში გამოცხადდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შეჩერდება. რაც შეეხება სამმხრვ მოლაპარაკებებს – მთავრობას, კონსორციუმსა და მსხვილ საერთშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის, აქტიურად მიმდინარეობს. ჯაფარიძის თქმით, მხარეები თითქმის ყველა პუნქტზე უკვე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სესხის აღების მიზნით, აქციების მცირე ნაწილი დააგირავეს.