ანაკლიის პორტის მშენებლობა - პოლიტიკური შეფასებები 

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი. ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორის, ბობ მეირის მიერ ვაშინგტონის არბიტრაჟში დავის წაგების შემდეგაც, „ლელო“ კვლავ ხელისუფლებას ადანაშაულებს ანაკლიის პროექტის განხორციელების მიზანმიმართულ ხელის შეშლაში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფომ პროექტის განხორციელებისთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“   ყველა საჭირო პირობა შეუქმნა, თუმცა ინვესტორის მოძიების ნაცვლად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სახელმწიფოსთან დავა დაიწყეს და ხალხის ფულის მითვისება სცადეს.