ანაკლიის პორტის მშენებლობა - მთავრობის გადაწყვეტილება

ცვლილებაა ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში. გადაიხედა სანაპიროს დაღრმავების სამუშაოებთან და ტალღმტეხლის მოწყობასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, მოხდა სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია და დაზოგილია 52 მილიონი დოლარი. პრემიერის განმარტებით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, უახლოეს დღეებში კი ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები შემცირებული ხარჯებით დაიწყება. ხელისუფლება შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობას და ტვირთნაკადების ზრდას პრიორიტეტად აცხადებს.