ანაკლიის პორტის მშენებლობა – ფსკერის დაღმავების პროცესი 

21:01, 13.09.2026

საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პოზიციების გაძლიერებისთვის მზადდება. შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის პორტისთვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება. შუა დერეფნის გამტარუნარიანობის ახალ საფეხურს სახელმწიფო ლენდლორდის მოდელით აშენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აქტივების 51%-იანი წილის მფლობელი იქნება, ოპერირების უფლებით კი კერძო პარტნიორები ისარგებლებენ. უკრაინასა და ირანში მიმდინარე გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, ალტერნატიული ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ნაწილობრივ ჩახერგილია. ანაკლიის პორტი კი გახდება მთავარი კვანძი აზიისა და ჩინეთის ევროპასთან უმოკლესი გზით დასაკავშირებლად. პროექტი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.

ანა მასხარაშვილის და კაკო გურგენიშვილი რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი