ანაკლიის პორტის მშენებლობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებებზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პროექტს თავიდანვე ჰქონდა სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატა ვალდებულებების გადავადებასა და სანქციების პატიებაში, ინვესტორის ხელშეწყობის მიზნით კი, სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დაახლოებით 250 მილიონი დოლარის საერთო ინვესტიცია იდება. მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს – იმის ნაცვლად, რომ თემა გადაზარდოს პოლიტიკურ პროცესში, შეასრულოს ვალდებულებები და განახორციელოს პროექტი.