ანაკლიის პორტის მშენებლობა

ვნებათაღელვის შემდეგ დიალოგი დაიწყო: მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ანაკლიის კონსორციუმთან ერთად იმ პირობებს განიხილავს, რომლებსაც ოთხი საერთაშორისო ბანკი ანაკლიის პორტის პროექტის დასაფინანსებლად აყანებს. მათ შორისაა ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა, რის გარშემოც ყველაზე მეტი კითხვა არსებობს. უკვე ცნობილია, რომ ამ ნაწილში მთავრობა გარანტორად ჩადგომას და დამატებითი ფინანსური რისკების აღებას არ აპირებს, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად და გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად მზად არის.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ახლა საგარნტიო მექანიზმებს ეძებს. სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, ვინ აიღებს საკუთარ თავზე ტრვირთბრუნვასთან დაკავშირებული კომერციული რისკების დაზღვევას, რომელმაც მასშტაბური პორტის დაფინანსების საკითხს საბოლოო წერტილი უნდა დაუსვას.