ანაკლიის პორტის მშენებლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ანაკლიას სტუმრობს.

ვიცე-პრემიერი პორტის პროექტს ადგილზე პირველად ეცნობა. ამ წუთებში ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ანაკლიის ღრმაწყლოვან  პორტში მიმდინარე სამუშაოებს ათვალიერებს.

მინისტრმა უკვე მოინახულა ანაკლიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდეგაც სოფ. დარჩელის ძველი სკოლის შენობა დაათვალიერა, სადაც უახლოეს მომავალში ახალი საჯარო სკოლა აშენდება.