ანაკლიის პორტი – სამშენებლო ტენდერი

15:11, 11.09.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი ოქტომბრის ბოლომდე გამოცხადება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტთან დაკავშირებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ამასთანავე, საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის პროექტირებაც დაასრულა. ამ დროისთვის პორტის ტერიტორიაზე ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ტარდება. გეგმის მიხედვით, პორტმა პირველი გემი 2029 წელს უნდა მიიღოს.

მსგავსი