„ანაკლიის კონსორციუმთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულება

ანაკლიის პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აღარ ააშენებს.

სამი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. დავა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს. კონსორციუმი ხელისუფლებას მასშტაბური პროექტის მიზანმიმართულ დაბლოკვაში ადანაშაულებს და გადაწვეტილების მიღმა კონსორციუმის ერთ-ერთი აქციონერის, მამუკა ხაზარაძის ფაქტორს ხედავს.

სადავო ხდება საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით მთავრობის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდაც. 31 დეკემბერი იყო მორიგი ბოლო ვადა, როცა კონსორციუმს უცხოურ ბანკთან ინვესტიციების მოზიდვის შესახებ გაფორმებული კონტრაქტები მთავრობისთვის უნდა წარედგინა. ხელისუფლება ტენდერის თავიდან გამოცხადებას და ახალი ინვესტორის მოძებნას გეგმავს, რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება  ოპონენტებმაც მწვავედ გააკრიტიკეს.

დატოვე კომენტარი