ანაკლიის კონსორციუმის განცხადება

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მასში ნათქვამია, რომ მთავრობა თავდაპირველად მხარს უჭერდა ანაკლიის პროექტს, თუმცა შემდეგ მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენით, მისი განადგურება გადაწყვიტა.

კონსორციუმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიზანი, სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით, ინვესტორის თუ პარტნიორის დაფრთხობა და ამით პროექტისთვის წერტილის დასვა იყო. ხოლო მინისტრები, რომლებმაც პროექტს მხარი დაუჭირეს, მალევე გადადგნენ თანამდებობიდან. კონსორციუმში აცხადებენ, რომ საარბიტრაჟო დავისთვის მათ ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას გამოიყენებენ.