რა ეტაპზეა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელმაც საქართველოს საზღვაო სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს – ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკის მინისტრის ადგილზე გაეცნო.
კვლევები დასრულებულია, ამ ეტაპზე ნავსადგურში დიდი ზომის გემების მიღებისთვის საჭირო სამუშაოებს, საზღვაო ინფრასტრუქტურის სფეროში წამყვანი ბელგიური კომპანია ახორციელებს. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად აღიარებული პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიის ზონის მოწყობა, სახმელეთო და სარკინიგზო გზების მიყვანა იგეგმება. სამუშაოების ტემპით მთავრობა კმაყოფილია.