ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

18:12, 24.12.2017

ანაკლიაში პირველი გემის მიღებას ორ წელიწადში გეგმავენ, – პორტის სამშენებლო სამუშაოები დღეს ოფიციალურად დაიწყო. პროექტი, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იქნება, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.

მშენებლობის პირველი ფაზა, რომლის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონი დოლარია, 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

დღევანდელ ღონისძიებას პრემიერი კვირიკაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან და ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი