„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პოზიცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ „კონტი ჯგუფის“ გასვლის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდა, მსგავსი გამოცდილების სხვა ინვესტორი წარმოადგინოს.

უწყებამ გუშინ მიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება კონსორციუმში სწორედ „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ განაპირობა.

უწყების განცხადებას და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას პოლიტიკოსები აფასებენ.