ანაკლიის ფესტივალი

ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი დაიწყო ანაკლიაში.

მთელი ღამის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მსოფლიოში ცნობილმა დიჯეებმა დაუკრეს, მათ შორის იყო ნინა კრავიცი. ღონისძიება ევროპის საუკეთესო ფესტივალის „ეგზიტის“ მხარდაჭერით ტარდება. ანაკლიის სანაპიროზე, მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარსდგება. უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგიც.