ანაკლიის ბანაკი
ანაკლიის ბანაკში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა გრძელდება. ბანაკში სეზონის განმავლობაში 3 ათასამდე ახალგაზრდას, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებენ. ახალგაზრდობის სააგენტოს ეს პროექტი არაფორმალური განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს.