ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 2026 წლის ბანაკის ბოლო ნაკადს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. ბანაკის მიზანია: ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.