ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. ადგილზე განათლების მინისტრი იმყოფებოდა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა ახალგაზრდებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, 3000-მდე ახალგაზრდას მიიღებს. საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და რეაბილიტირდა საცხოვრებელ შენობები. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათი სოციალური ინტეგრაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია