ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი და მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარე წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით, სკოლის 720 მოსწავლეს და 2 000-მდე სტუდენტს უმასპინძლებს.