ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი
ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა მონაწილეების მეოთხე ნაკადს უმასპინძლა. საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი პროგრამის პარალელურად, ბანაკში პერიოდულად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩადიან და ახალგაზრდებთან მათთვის საინტერესო თემებზე საუბრობენ. მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, 13 სექტემბრის ჩათვლით, 11 ნაკადს უმასპინძლებს და ჯამში 2 640 ახალგაზრდას, მათ შორის სკოლის 720 მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს მიიღებს.