ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 

12:15, 02.08.2026

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მორიგ ნაკადს – მრჩეველთა საბჭოების წევრ მოზარდებს მასპინძლობს. სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებთან ერთად, დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრის სესიებია. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ანსამბლ „რუსთვის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მიშო ჯავახიშვილი და მომღერალი, სალომე ბაკურაძე ესწრებოდნენ. ცნობილმა სახეებმა ახალგაზრდებს საკუთარი კარიერული და შემოქმედებითი გზა გააცნეს.

მსგავსი