სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. იმართება სპორტული, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები. სტუდენტების დეპუტატებთან შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ახალგაზრდული პოლიტიკასა და უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებზე. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.