უახლოეს მომავალში, საქართველოს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეემატება.
გეგმაშია ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია და დამსვენებლების კომფორტზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. განახლდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდიც და ჯამში თითქმის 70 ჰექტრამდე ფართობზე, ტურისტებს ყველა საჭირო მომსახურებას შესთავაზებენ. სამუშაოები დაწყებულია, პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. მოლოდიანია, რომ ახალი ტურისტული ზონის მოწყობის შემდეგ, ანაკლია-განმუხური ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო, ტურისტებისთვის კი პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდება.