ბანკებისთვის მეანაბრეების მიმართ ახალი ვალდებულება აამოქმედეს. თუ მანამდე ბანკების გაკოტრების, გასხვისების ან ლიკვიდობის შემთხვევაში, სადაზღვევო სააგენტო მეანაბრეს 15 000 ლარს უნაზღაურებდა, ახლა თანხა გაორმაგდება. ცვლილება ფიზიკურთან ერთად, იურიდიულ პირებზეც ვრცელდება. ახალი რეგულაცია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ნაწილია.